მონაწილეობა დასუფთავების აქციაში

17 June 2013

დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარით აქციის მონაწილეები ღონისძიების ორგანიზატორმა - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ უზრუნველყო.

"ამ მონასტერში ხშირად მოდიან ექსკურსიით, ასევე მიმდებარე ტყეში გასართობად. როგორც ჩანს, სწორედ ასეთი სტუმრობების შედეგია ის ნარჩენები, რომლებიც მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზეა გაბნეული. უამრავი ერთჯერადი, პლასტმასის ბოთლი თუ სხვა ნივთები, პოლიეთილენის პარკები ძალიან მძიმე მდგომარეობას ქმნის. ამ აქციის ფარგლებში ჩვენ მხოლოდ ნაწილის დასუფთავება შევძელით. ძალიან სამწუხაროა, როცა ადამიანები გარემოს არ უფრთხილდებიან და ასე უდიერად ექცევიან. გვინდა, მოვუწოდოთ ყველას, ნუ დაანაგვიანებენ გარემოს ნარჩენებით, რომელთა დაშლას ხშირად ასწლეულები სჭირდება", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის ფარგლებში აპარატს თანამშრომლებმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული ბუკლეტებიც დაარიგეს, რომელშიც პოლიეთილენის მავნებლობის შესახებ და სხვადასხვა ქვეყანაში პოლიეთილენის პარკების აკრძალვის შესახებ ინფორმაციაა მოცემული.

დასუფთავების აქცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.