შეხვედრაში, რომელიც მთავრობის კანცელარიში ჩატარდა, თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.
მოწვეულმა ექსპერტებმა და ახალგაზრდებმა ისაუბრეს კავკასიის გეოპოლიტიკურ ისტორიაზე და მსოფლიოს ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში კავკასიის თანამედროვე რეალიების როლზე.
დისკუსია "შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და 2013 წლის სამოქმედო გეგმის" ფარგლებში გაიმართა.