კონცერტში, რომელიც ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართა, თბილისის, რუსთავის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სამუსიკო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონცერტის მონაწილეებს სახელმწიფო მინისტრი მიესალმა.
"ეთნიკური მრავალფეროვნება საქართველოს სიმდიდრეა. გვსურს, ყველა ახალგაზრდის ნიჭი დავაფასოთ და სწორედ ამ ნიჭს ვიხილავთ დღეს ამ დარბაზში. ამ ბავშვებს სურთ, საკუთარი ნიჭით სამშობლო ასახელონ. ჩვენი სურვილია,მთელს მსოფლიოს ვაჩვენოთ, რა სიმდიდრეა ეს, რამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა ჰყავს ეთნიკურ ჯგუფებს საქართველოში და რამდენად მრავალფეროვანია საქართველო. მინდა, ამ ახალგაზრდებს წარმატება ვუსურვო - მუსიკოსობა მშვენიერი პროფესიაა. მსურს, მადლობა გადავუხადო იმ სამუსიკო სასწავლებლებს, რომლებიც ამ ბავშვებს ზრდიან", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მან კონცერტის მონაწილე ყველაზე ნორჩ მონაწილეებს, ასევე ფესტივალზე წარმოდგენილი სამუსიკო სასწავლელების დირექტორებს საჩუქრები გადასცა. ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართა დამწყები მხატვრების ნამუშევრების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.