ჰუმანიტარული საკითხების ჯგუფის სხდომაზე მონაწილეები თბილისიდან ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზებზე მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების, ამავე ხაზებზე მავთულხლართებისა და მიწათხრილების გავლების საკითხებს დააყენებენ.
სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ჟენევის დისკუსიებში ჰუმანიტარული საკითხების ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობს. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 24-ე რაუნდი 25-26 ივნისს გაიმართება.