ადგილობრივებს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის დეტალები სკრინინგ ცენტრის წარმომადგენელმა სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში გააცნო. პროგრამაში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის მიზნით, გაიმართა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამების დეტალური პრეზენტაცია.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა "შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და 2013 წლის სამოქმედო გეგმის" ფარგლებში გაიმართა. სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2008 წლიდან მოქმედებს და ითვალისწინებს უფასო გამოკვლევებს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის.