შეხვედრა ქ.მარნეულში

26 June 2013

შეხვედრაზე განხილულ იქნა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამები და მათი თანმდევი შედეგები, კომუნიკაციის დეფიციტისა და არაინფორმირებულობის პრობლემა, უმცირესობების ჩართვის აუცილებლობა სახელმწიფოს მართვის პროცესში ცენტრალურ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე, კულტურის საკითხებთან დაკავშირებული დიალოგის მნიშვნელობა და მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბების აუცილებლობა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტისა და საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის წარმომადგენლები. ასევე, ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ახალგაზრდა აქტივისტები, სტუდენტები და თემის ლიდერები.