უწყებათაშორისი კომისიის სხდომა კახეთში

15 November 2011

"შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის" სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და "უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის (ECMI-ს)" ფინანსური მხარდაჭერით. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების და სააგენტოების თანამშრომლებმა.

კომისიის სხდომასთან ერთად, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო მოსამსახურეების კომპეტენციის, ცოდნის დონისა და ტოლერანტობის ხარისხის ამაღლებას.