აღნიშნული გეგმის ფარგლებში განხოციელებული სამუშაო სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს და სახალხო დამცველის აპარატთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლებს დღეს გააცნეს. შეხვედრა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა გახსნა. მან განხორციელებული სამუშაოებისა და ახალი კონცეფციის შემუშვების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ექსპერტებთან თანამშრომლობით დაწყებული გვაქვს იმ პოლიტიკის ანალიზი, რომელიც ამჟამად ხორციელდება. მიღებული შედეგები, ასევე თქვენი რეკომენდაციები ახალ კონცეფციაში აისახება, რომელიც მიმდინარე 5 წლიანი სამოქმედო გეგმის ამოწურვის შემდეგ - 2014 წელს შევა ძალაში", - განაცხადა ქეთევან ციხელშვილმა.
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მიმდინარე სამუშაოების საზოგადოებისთვის გაცნობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი ასეთი ღიაა და სახალხო დამცველის აპარატში არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ჩართულობის საშუალება აქვს. პარალელურ მონიტორინგს ჩვენც განვახორციელებთ, სახალხო დამცველის აპარატის ეთნიკური უმცირესობების საბჭო კი წლის ბოლოსთვის შესაბამის რეკომენდაციებსაც შეიმუშავებს", - განახხად უჩა ნანუაშვილმა.