შეხვედრა კაბალის საჯარო სკოლაში რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და ეროვნული სკრინინგ ცენტრის მონაწილეობით შედგა.
ადგილობრივ მოსახლეობას სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის დეტალები სკრინინგ ცენტრის წარმომადგენელმა გააცნო. პროგრამაში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის მიზნით, კახეთის რეგიონში მოქმედი კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამების დეტალური პრეზენტაცია გაიმართა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა "შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და 2013 წლის სამოქმედო გეგმის" ფარგლებში ჩატარდა. სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2008 წლიდან მოქმედებს და ითვალისწინებს უფასო გამოკვლევებს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის.