მარნეულში განათლების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

19 July 2013

სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები სკოლების პედაგოგებს, სტუდენტებს, აბიტურიენტებს, ადგილობირივი თვითმმართველობის ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის მთავარი თემა განათლების სფეროში არსებული პრობლემები იყო. კერძოდ, მონაწილეებმა სახელმწიფო ენის სწავლების საკითხებზე, აზერბაიჯანულენოვანი სკოლების სახელმძღვანელოებზე, ქართული ენის სახლების საქმიანობაზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობისას საზოგადოებასთან დადებით და უარყოფით შედეგებზე საუბარი აუცილებელია მომავალი წარმატებისთვის.

"მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ცალმხრივად არ მოქმედებს და პროცესში აქტიურად არის ჩართული მოსახლეობა, არასამთავრობო სექტორი. საზოგადოებისგან გამოთქმული ყველა შენიშვნა და რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება 2014 წლის სამოქამედო გეგმაში", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსმა თინა ღოღელიანმა.

შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა.