სოფელ შინდისთან 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული ჯარისკაცების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
დაღუპულების ხსოვნას ასევე პატივი მიაგეს, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა. მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ, დაღუპული ჯარისკაცების ახლობლები და სასულიერო პირები.
"აქ, ამ მემორიალთან ძნელია სიტყვების გამონახვაც კი. ამ ბრძოლაში დაიღუპნენ ვაჟკაცი და პატრიოტი ახალგაზრდები, რომლებიც წინა ხაზზე იბრძოდნენ. მე მინდა მთელი გულწრფელობით მივუსამძიმრო ყველა დაღუპულის ოჯახს, მე კარგად მესმის, თუ რა ტკივილი მიადგათ მათ. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ არ აყვეს არავის პროვოკაციას და მსგავსი მოვლენები აღარ განმეორდეს" - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.