სახელმწიფო მინისტრი ზემო ნიქოზსა და კოშკაში

8 August 2013

ზაქარეიშვილმა რეაბილიტირებული სადგური საქართველოს რეგიონური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიასთან და სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილე ქეთევან ციხელაშვილთან, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ამის შემდეგ ისინი სოფელ ზემო ნიქოზის მოსახლეობას შეხვდნენ, მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიიღეს და ადგილობრივებს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. პაატა ზაქარეიშვილი მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ზემო ნიქოზის ღვთაების სახელობის ეკლესიაშიც იმყოფებოდა სადაც ნიქოზისა და ცხინვალის ეპისკოპოს ისაიასაც ესაუბრა.

ზემო ნიქოზიდან მთავრობის წარმომადგენლებმა სოფელ კოშკაში გადაინაცვლეს, სადაც სასმელი წყლის ჭაბურღილზე მიმდინარე ბურთვითი სამუშაოები დაათვალიერეს.

ასევე შედგა შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან.