პაატა ზაქარეიშვილი საქართველოს ებრაელ მოქალაქეებს როშ ჰაშანას დღესასწაულს ულოცავს

4 September 2013

"გულითადად გილოცავთ ამ დღესასწაულს. დღეს თქვენ ეგებებით ახალ წელს და ემშვიდობებით ძველს. თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ წარმატებას და ბედნიერებას. ეს ახალი წელი კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის", - აღნიშნავს პაატა ზაქარეიშვილი.

წელს როშ ჰაშანას დღესასწაული 4-6 სექტემბერს აღინიშნება. ამ დღეს ებრაელები ახალი წლის დაწყებას და ძველის დამთავრებას აღნიშნავენ.