სამუშაო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში

25 November 2011

შეხვედრები გაიმართა თურქეთის ვიცე-პრემიერთან ბ-ნ ბექირ ბოზდაღთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან ბ-ნ იდრის ნაიმ შაჰინთან.

სახელმწიფო მინისტრმა და მინისტრის მოადგილემ ასევე მონაწილეობა მიიღეს მრგვალი მაგიდის დისკუსიაში, რომელიც თურქეთის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევათა ცენტრში გაიმართა. გარდა ამისა, ვიზიტის განმავლობაში სახელმწიფო მინისტრი და მინისტრის მოადგილე დაესწრნენ თურქეთის პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციასთან არსებული "საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე ხალხების დირექტორატის" ხელმძღვანელის ბ-ნ ქემალ იურთნაჩის სახელით გამართულ სადილს.

ვიზიტის დროს განხილულ იქნა საქართველოს მთავრობის "ჩართულობა თანამშრომლობის გზით" სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ქართულმა მხარემ თურქულ მხარესთან განიხილა აღნიშნული სტრატეგიის მიმდინარეობა. ქ-ნმა ეკა ტყეშელაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობისათვის გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მყოფი მოსახლეობის დაახლოება და ამ პროცესში პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა.