პაატა ზაქარეიშვილი საზეიმო ღონისძიებებს თბილისის 104-ე საჯარო, სომხურენოვან და მარნეულის მე-3 საჯარო, აზერბაიჯანულენოვან სკოლებში დაესწრო. სახელმწიფო მინისტრმა სკოლების მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
"მინდა, ყველა მოსწავლესა და სტუდენტს მივულოცო სასწავლო წლის დაწყება. ჩვენი სამინისტროს სპეციფიკიდან გამომდინარე, მინდა განსაკუთრებულად მივულოცო ეს დღე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს. ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი სახელმწიფოს სიმდიდრა, რომლის შენარჩუნებაც სახელმწიფო სტრატეგიის ნაწილია. საქართველოს მთავრობის ამოცანაა, ერთის მხრივ, უზრუნველვყოთ მათი ეთნიკური იდენტობის შენარჩუნება და მეორეს მხრივ, ხელი შევუწყოთ მათ, იყვნენ ჩვენი სახელმწიფო ღირსეული და სრულფასოვანი მოქალაქეები. ვისურვებდი, რომ მომავალ სასწავლო წელს კიდევ უფრო მეტი პირველკლასელი იყოს ამ და საქართველოს ყველა სკოლაში", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა მოსწავლეებთან მისალმებისას.
თბილისის 104-ე სკოლაში დღეს ახალი სასწავლო წლის დაწყება 288 მოსწავლემ, მათ შორის 24-მა პირველკლასელმა, მარნეულის მე-3 საჯარო სკოლაში კი 510 მოსწავლემ, მათ შორის 40-მა პირველკლასელმა იზეიმა.
ვიდეოს სანახავად იხილეთ ბმული