მემორიალის გახსნა სოფელ ქვახვრელში

16 September 2013

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში გმირთა მემორიალის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.

მემორიალი "საქართველოსთვის თავდადებულნი" სოფლის გამგებელმა გიორგი სადაღაშვილმა გახსნა. ცერემონიას ასევე, დაესწრნენ გორის რაონის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი და გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი პაპუნა კობერიძე. მათ დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. მემორიალთან შეკრებილებმა აღნიშნეს, რომ სიმბოლურია, რომ მემორიალის გახსნა საქართველოში ახალი სასწავლო წლის დაწყებას დაემთხვა, რადგან მომავალმა თაობამ მებრძოლთა გმირობის შესახებ უნდა იცოდეს.