შეხვედრა PSC ელჩებთან

30 September 2013

სახელმწიფო მინისტრმა მათ გამყოფ ხაზებთან შექმნილი ვითარების, კონფლიქტების დარეგულირებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მთავრობის პოლიტიკის, რუსეთთან, ასევე აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან ურთიერთობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

"ეს იყო საინტერესო შეხვედრა. ელჩებს გავაცანი საქართველოს მთავრობის პოლიტიკა როგორც კონფლიქტების, ისე ეთნიკური უმცირესობების საკითხების მიმართულებით. ასევე, ვისაუბრე იმის შესახებ, თუ როგორ ვაპირებთ ჩვენი სტრატეგიის რეალიზაციას და როგორ ვხედავთ ევროკავშირის ჩართულობას ამ მიმართულებით. აღვნიშნე, რომ რაც უფრო მაღალი იქნება ევროკავშირის მხარდაჭერა, მით მეტად გაიზრდება ნდობა ევროკავშირის მიმართ არა მხოლოდ ქართულ, არამედ აფხაზურ და ოსურ მოსახლეობაშიც. ამასთან, გამყოფ ხაზს მიღმა დარჩენილი საზოგადოებები ნათლად დაინახავენ განსხვავებას დანარჩენს საქართველოსთან", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა ელჩების კითხვებსაც გასცა პასუხი.

შეხვედრის ვიდეო სიუჟეტი იხილეთ მოცემულ ბმულზე