"ეს დღე უმნიშვნელოვანესია ყველა მუსლიმისთვის და გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი სახელმწიფოს სიმდიდრეა. ჩვენ ერთად ვაშენებთ სახელმწიფოს, რომელშიც თანაბრად არის დაცული ყველა რელიგიის წარმომადგენლის უფლება და აღმსარებლობის თავისუფლება. გისურვებთ, ეს დღე იყოს თითოეული თქვენგანისთვის და მთელი საქართველოსთვის კეთილდღეობის და წარმატებების მომტანი", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მუსლიმები დღეს ყურბან-ბაირამის ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს აღნიშნავენ. ყურბან-ბაირამობა მარხვის თვის, რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება. დღესასწაული 3 დღეს გრძელდება.