გამოფენას მასპინძლობს თბილისის ე. ახვლედიანის სახელობის ბავშვთა გალერეა. მარნეულში მცხოვრები, 9-დან 17 წლამდე ასაკის ეთნიკურად აზერბაიჯანელი ბავშვების ნამუშევრების გამოფენა რამდენიმე დღე გასტანს.
გამოფენაზე წარმოდგენილი არის სახვითი ხელოვნების, ძერწვის, ქარგვის, ქსოვის, მათ შორის ხალიჩების ქსოვის ნიმუშები. ნამუშევრები შექმნილია მარნეულში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია "UNION" - თან არსებული სახვითი ხელოვნების წრეებზე , რომელიც ასევე არის აღნიშნული გამოფენის ინიციატორი და ფინანსური მხარდამჭერი. ღონისძიების მიზანია საქართველოს ეროვნული უმცირესობების კულტურული იდენტობის მხარდაჭერა.