ბიძინა ივანიშვილმა და პაატა ზაქარეიშვილმა მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცეს

15 October 2013

"ეს არის დიდი სიხარული, იმედის და გაჭირვებულთა დახმარების დღე. ამ დღეს ყველა თქვენგანი ხარობს და დიდი სიამოვნებით ვუერთდები თქვენს სიხარულს. მინდა მოგილოცოთ ეს დღესასწაული და გისურვოთ ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრება, გაძლიერება და გაერთიანება ვუსურვო ჩვენს სამშობლოს. სიხარული და ბედნიერება არ მოგკლებოდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მეჩეთში შეკრებილ მოსლიმებს.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა და ერის მრავალკონფესიურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმს ვულოცავ ამ დიდ დღესასწაულს. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ერის მრავალკონფესიურობით. მუსლიმები და ქრისტიანები საუკუნეებია, ერთად ცხოვრობენ საქართველოში და ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ თანაცხოვრების დიდი რესურსი გაგვაჩნია. ეს ტრადიცია უნდა გავაგრძელოთ და ოცდამეერთე საუკუნეში ამ მხრივ მსოფლიოსთვის სანიმუშო გავხდეთ", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

თბილისის ჯუმა მეჩეთში დღეს ყურბან-ბაირამის დღესასწაულთა დაკავშირებით საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი ვაგიფ აქპეროვი, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტი ჯემალ პაქსაძე და საქართველოში ისლამური სახელმწიფოების ელჩები იმყოფებოდნენ.

ვიდეო სიუჟეტი იხილეთ მოცემულ ბმულზე