ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით მარნეულში ლექცია-სემინარი გაიმართა

16 November 2013

სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი თინათინ ღოღელიანი ესაუბრა.

"ტოლერანტობის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მთელს მსოფლიოში, ისე საქართველოში. აუციელებელია ტოლერანტული გარენოს შექმნა და განვითარების ხელშეწყობა, რადგან ეს სახელმწიფო ძლიერების გარანტი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის კომპონენტია", - აღნიშნა ლექციის მსვლელობისას თინათინ ღოღელიანმა.

ლექცია-სემინარის შემდეგ ღონისძიება მარნეულის ქუჩებში გაგრძელდა. ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა იმპროვიზებული მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს.

UNESCO-ს 1995 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, 16 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნება.