ქეთევან ციხელაშვილმა სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

2 December 2013

ქეთევან ციხელაშვილმა სხდომის მონაწილეებს გამყოფ ხაზებთან ამჟამად არსებული ვითარება, კონფლიქტების მოწესრიგების მიმართულებით საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო და სუამ-ის წევრი ქვეყნების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ჩვენი საერთო ინტერესია მდგრადი, მშვიდობიანი და სტაბილური გარემო. ამოცანაც საერთო გავქვს - კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგება. კოორდინირებულ მოქმედებას და ერთმანეთის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით მეზობელი და მეგობარი სახელმწიფოების მხრიდან, რომლებიც სუამ-ის წევრები არიან", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.