პაატა ზაქარეიშვილმა ახალციხის უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა

11 December 2013

ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით პაატა ზაქარეიშვილი უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

"ჩვენი სამინისტროს საქმიანობის სფეროში შედის იმ მოქალაქეების ინტერესების დაცვა, რომელთაც ქართულ სახელმწიფოში ინტეგრაცია სჭირდებათ. სამცხე-ჯავახეთი ამ მხრივ საქართველოს მნიშვნელოვანია რეგიონია. საქართველოს ყველა მოქალაქემ ქვეყნის ყველა რეგიონში ღირსეულად უნდა იცხოვროს და მისი უფლებები სრულყოფილად უნდა იყოს დაცული", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის მიმართულებებსა და ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა. მან შეხვედრის მონაწილეთა კითხვებსაც უპასუხა.