სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გალში

1 December 2011

შეხვედრის მონაწილეთა მხრიდან განხილული იყო საკითხები, რომელიც შეეხებოდა ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვასა და იქ არსებულ კრიმინალურ ვითარებას.

მონაწილეებმა მოისმინეს პასუხი, ქართული მხარის მიერ, წინა შეხვედრებზე დაყენებულ საკითხებზე, რომელიც შეეხებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადრე დაპატიმრებული ადამიანების მდგომარებას, ასევე ბოლო შეხვედრის შემდეგ მომხდარ დაკავებებს.

შეხვედრის განმავლობაში წამოიჭრა რამდენიმე კონკრეტული საკითხი, რომელთა განხილვა მომავალი შეხვედრისთვისაა გათვალისწინებული.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა გაიმართება 2012 წლის 31 იანვარს, ქ.გალში.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მოქმედ სამუშაო ჯგუფს ქართული მხრიდან წარმოადგენს - რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები.