საბჭოს მე-14 სხდომა ბრიუსელში 12 დეკემბერს გაიმართება.
სხდომის დღის წესრიგში ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობისა და კონფლიქტების მშვიდობიანის მოწესრიგების თემები შედის. კონფლიქტების თემის განხილვისას მხარეები თანამშრომლობის, მათ შორის არაღაიარების პოლიტიკისა და ევროკავშირის ჩართულობის საკითხებზე იმსჯელებენ.
საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს მე-14 სხდომაზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ხელმძღვანელობს.