ჟენევის დისკუსიების 26-ე რაუნდი

16 December 2013

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 26-ე რაუნდში განხილული იქნება, როგორც უსაფრთხოების, ასევე ჰუმანიტარული საკითხები.

"ორივე ჯგუფში კრიტიკულად იქნება დაყენებული ისეთი ცენტრალური თემები, როგორიცაა მოსახლეობისათვის გადაადგილების თავისუფლების პრობლემა და გამყოფ ხაზებზე რუსი სამხედროების მიერ ბანერების დამონტაჟება", - განაცხადა ქეთევან ციხელშვილმა, რომელიც ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფს ხელმძღვანელობს.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 26-ე რაუნდი 17-18 დეკემბერს გაიმართება.