რომელშიც მონაწილეობდა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი, ბ-ნი ნოდარ ტანგიაშვილი.
ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებებით აშშ-საქართველოს თანამშრომლობასთან ერთად, შეხვედრაზე დიდი ადგილი დაეთმო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის განხილვას, მათ შორის ამ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანდაცვის, განათლების პროგრამებსა და ხალხთაშორისი ურთიერთობების პროექტებს. ქართულმა მხარემ აშშ-ს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი უწყვეტი მხარდაჭერისათვის და ხაზი გაუსვა აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან ჩართულობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით ხალხთაშორისი ურთიერთობების წახალისებას. თავის მხრივ, შეერთებული შტატები მიესალმა საქართველოს მთავრობის გახსნილობას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შეერთებული შტატებისთვის მიუღებელია გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და ღობეების დამონტაჟების პროცესი, რასაც მძიმე ჰუმანიტარული შედეგები ახლავს.