უნგრეთმა სტატუს ნეიტალური სამგზავრო დოკუმენტი აღიარა

14 January 2014

საქართველოს მთავრობის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის შემუშავებული სტატუს ნეიტრალური სამგაზვრო დოკუმენტის ცნობის შესახებ გადაწყვეტილება უნგრეთმა 2013 წლის 29 ნოემბერს მიიღო.

ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი და ნეიტრალური პირადობის მოწმობა წარმოადგენს ჰუმანიტარული ხასიათის საბუთს, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობას სოციალური სერვისების მიღებისა და საზღვარგარეთ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს.

სტატუს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ამ დროისათვის უკვე აღიარებულია იაპონიის, ჩეხეთის, ლატვიის, ლიტვის, სლოვაკეთის, აშშ-ის, ბულგარეთის, პოლონეთის, ისრაელის, ესტონეთის, რუმინეთის და უნგრეთის მიერ.