საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრა

2 December 2011

საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს მე-12 შეხვედრის განხილვის საგანს წარმოადგენდა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს წინა, 2010 წლის 7დეკემბრის, შეხვედრის შედეგები, "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება" და "ევროპის სამეზობლო პოლიტიკა", მათ შორის საქართველო-ევროკავშირს შორის სამოქმედო გეგმის განხორციელება. ასევე, განხილულ იქნა პოლიტიკური დიალოგის, რეფორმების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, მედიისა და ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხები. სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს კონფლიქტის შემდგომი თანამშრომლობის, მათ შორის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხები.