პაატა ზაქარეიშვილი ნილს მუიჟნიეკს შეხვდა

23 January 2014

შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილეს.

კერძოდ, სახელმწიფო მინისტრმა და უმაღლესმა კომისარმა საქართველოში ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების დაცვასა და ამ საკითხისადმი მთავრობის მიდგომაზე ისაუბრეს. მათ ასევე იმსჯელეს კონფლიქტის რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე.

"ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ყველა მოქალაქის უფლებების დაცვას და ამ გზით ევროპულ ღირებულებებზე მდგარი სახელმწიფოს მშენებლობას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროსაბჭოს და მთლიანად, დასავლელი პარტნიონების მხარდაჭერა და ჩართულობა როგორც ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთა, ისე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვის საქმეში", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

შეხვედრა სახელმწიფო მინისტრის აპარატში გაიმართა.