ღონისძიება საქართველოს სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ფონდ "ლეას" ორგანიზებით, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" ჩატარდა.
ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს მთავრობის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პირადად მისი და აპარატის სახელით პატივი მიაგო იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც ჰოლოკოსტის მსხვერპლი გახდა.
"ყველაზე დიდი მსხვერპლი ამ ტრაგედიის შედეგად ჩვენმა მოძმე ებრაელმა ხალხმა გაიღო. თუმცა, ჰოლოკოსტი არ არის მხოლოდ კონკრეტული ადამიანების, ოჯახების, ერის თუ ერების ტრაგედია, არც რომელიმე კონკრეტული პერიოდის მოვლენა თავისი მნიშვნელობით. საუბედუროდ, ეს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი და სამარცხვინო ტრაგედიაა, რომლის შესახებაც უნდა იცოდეს ყველამ და ახსოვდეს ყველას იმისათვის, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
2005 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის თანახმად, 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა.