პაატა ზაქარეიშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე ლატვიის საგანგებო დავალებათა ელჩს შეხვდა

18 February 2014

ელჩს აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე იურის პოიკანსს, საქართველოში ლატვიის ელჩს ელიტა გაველესა და საელჩოს მეორე მდივანს ანდრეს კარპოვიჩს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველო-ლატვიის ურთიერთობებზე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაზე და ასოცირების ხელშეკრულებაზე იმსჯელეს.

"სტუმრებს მადლობა გადავუხადე იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ლატვიის მხრიდან აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.