ქეთევან ციხელაშვილი შეხვედრაზე გამყოფ ხაზებზე მავთულხლართების გავლების პროცესზე, ამ პროცესის შედეგად შექმნილ ვითარებაზე და მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირებაზე ისაუბრებს. იგი ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს მიმართ აშშ-ს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის პლენარული შეხვედრა 26 თებერვალს გაიმართება და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი გახსნიან. სესიაში მონაწილეობას მიიღებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი.