ქეთევან ციხელაშვილი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

25 February 2014

ქეთევან ციხელაშვილი შეხვედრაზე გამყოფ ხაზებზე მავთულხლართების გავლების პროცესზე, ამ პროცესის შედეგად შექმნილ ვითარებაზე და მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირებაზე ისაუბრებს. იგი ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს მიმართ აშშ-ს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის პლენარული შეხვედრა 26 თებერვალს გაიმართება და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი გახსნიან. სესიაში მონაწილეობას მიიღებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი.