სამედიცინო პროგრამების პრეზენტაცია

9 December 2011

აქცია გაიმართა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის, სკრინინგის ეროვნული ცენტრისა და "ალიანსი ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის" ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

აქციის ფარგლებში მოხდა კიბოს სკრინინგის, თამბაქოს პრევენციის, ფიზიკური აქტივობის, ზოგადი ჰიგიენისა და ჯანსაღი კვების სახელმწიფო პროგრამების პრეზენტაცია და კიბოს პათოლოგიების მულაჟის დემონსტრირება. მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის მიზნით დარიგდა საინფორმაციო მასალა სომხურ და რუსულ ენებზე.