კერძოდ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ 42-ე შეხვედრაზე შერიგებისა და და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და შსს-ს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე გამყოფ ხაზზე მავთულხლართების გაბმა დაგმეს და კატეგორიულად მოითხოვეს პროცესის შეჩერება.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ასევე დააყენა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის წარმოებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, სოფლებში - ატოცსა და ღოღეთში მავთულხლართების გაბმის შედეგად გამოწვეული პრობლემები - სახნავსა და საძოვრებზე წვდომის შეზღუდვის საკითხები.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მომდევნო, 43-ე შეხვედრა სოფელ ერგნეთში 21 მარტს არის დაგეგმილი.