ფერჰოიგენს გამყოფ ხაზთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი უმასპინძლებს. ციხელაშვილი ყოფილ ევროკომისარს გამყოფ ხაზზე შექმნილ ვითარებას, ასევე რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გავლების შედეგად შექმნილ პრობლემებს გააცნობს.
მათთან ერთად დღეს დვანში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" საკითხებში ლიტვის, შვედეთის, საფრანგეთისა და რუმინეთის სპეციალური წარმომადგენლები ჩავლენ და ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.
სოფელ დვანში გამგზავრებამდე კი, გიუნტერ ფერჰოიგენი 14:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: "ევროკავშირი და აღმოსავლეთ პარტნიორობა: გამოწვევები და შესაძლებლობები".
ყოფილი ევროკომისარი ორდღიანი ვიზიტით საქართველოს 5 მარტს ეწვია.