"ეს მასწავლებლები ასწავლიან სახელმწიფო ენას იმ სკოლებში, რომლებშიც სწავლება ეთნიკური უმცირესობების ენებზე მიმდინარეობს. მიმაჩნია, რომ ეს ადამიანები გმირები არიან, რადგან საკმაოდ არაორდინალურ პირობებში უწევთ მუშაობა. იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო ბევრ ღონისიებას ახორციელებს სახელმწიფო ენის სწავლების მიმართულებით, ჯერ კიდევ არსებობს საკითხები, რომლების გადაჭრაც საჭიროა. სწორედ ამ საკითხებზე ვიმსჯელეთ მასწავლებლებთან და სკოლების დირექტორებთან ერთად. ისინი სახელმწიფოსთვის ძალიან საჭირო საქმეს აკეთებენ. დემოკრატიულ სახელმწიფოდ საბოლოოდ ჩამოყალიბებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა სწორედ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა სრულფასოვანი ინტეგრაციაა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
პროგრამის მნიშვნელობაზე და არსებულ პრობლემებზე მასწავლებლებმაც ისაუბრეს.
"იმის მიუხედავად, რომ გადასაჭრელი საკითხები ჯერ კიდევ არსებობს, ამ პროექტის მასწავლებლებს საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. ბავშვებს სურთ ქართული ენის სწავლა და მართლაც მონდომებულები არიან, ბევრს აქვს სწავლის გაგრძელების სურვილი. პრობლემა არის ის, რომ მოსწავლეებს საწყისი ბაზა აქვთ დაბალი და მათგან საკმაოდ დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ სასურველი შედეგი მიიღონ", - განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს მეორე საჯარო სკოლის მასწავლებელმა ნათია მანიამ.
ვიდეო სიუჟეტი იხილეთ მოცემულ ბმულზე