აპარატთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს 2013 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში წარუდგინა.
ანგარიშში ასახულია პროგრამები და პროექტები, რომლებიც კონცეფციით განსაზღვრული 6 სტრატეგიული მიმართულებით განხორციელდა: კანონის უზენაესობა, განათლება და სახელმწიფო ენა, მედია და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, პოლიტიკური ინტეგრაცია და სამოქალაქო მონაწილეობა, სოციალური და რეგიონალური ინტეგრაცია, კულტურა და თვითმყოფადობის შენარჩუნება.
"დღეს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წარვუდგინეთ შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის 2013 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში. ამ ორგანიზაციასთან ინფორმაციის გაცვლა ყოველწლიურად ხდება", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა, რომელიც უწყებათაშორის კომისიას ხელმძღვანელობს.
მისი თქმით, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა უკვე დაასრულა მუშაობა მიმდინარე სტრატეგიის ანალიზზე, რასაც დაეფუძნება ახალი სტრატეგია და მომდევნო წლების სამოქმედო გეგმა.
სამუშაო შეხვედრაში კომისიის წევრი სამინისტროების, ასევე ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის სამხარეო ადმინისტრაციების, საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ვიდეო სიუჟეტი იხილეთ მოცემულ ბმულზე