"ჩვენს იეზიდ თანამოქალაქეებს გულითადად ვულოცავ ამ ტრადიციულ საახალწლო დღესასწაულს "კლოჩე სარე სალეს". ვუსურვებ მშვიდობას, ბედნიერებას და კეთილდღეობას თითოეულ ოჯახს" - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
"კლოჩე სარე სალე" ეზიდური ტრადიციული სახალხო დღესასწაულია, რომელიც შუამდინერეთის უძველესი ისტორიიდან მომდინარეობს და იეზიდი ხალხისათვის გაზაფხულის დადგომასთან, ბუნების გამოღვიძებასა და სიცოცხლის განახლებასთან ასოცირდება.