ნოვრუზ ბაირამის მილოცვა

21 March 2014

"მსურს თითოეულ ჩვენ აზერბაიჯანელ მოქალაქეს მოგილოცოთ ეს დღესასწაული! გისურვებთ ბედნიერებას, კეთილდღეობასა და მშვიდობას. ჩვენ ერთად ვაშენებთ სამოქალაქო თანასწორობის პრინციპებზე დამყარებულ სახელმწიფოს და ვზრუნავთ, რომ ყველა მოქალაქეს შევუქმნათ ღირსეული პირობები განვითარებისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნებით - ეს ჩვენი სიმდიდრეა", - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი

ნოვრუზ ბაირამი აზერბაიჯანელების ერთ-ერთ ყველაზე მთავარი და საყვარელი დღესასწაულია. მას 21 მარტს აღნიშნავენ და დედამიწის გამოცოცხლების, ანუ სიცოცხლის დაწყების დღედ მიიჩნევენ.