ქეთევან ციხელაშვილი ბრიუსელის ფორუმში მონაწილეობს

21 March 2014

ქეთევან ციხელაშვილი ბრიუსელში ყოფნისას ეავროკავშირის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ექსპერტებს შეხვდება.

ფორუმის ფარგლებში იგეგმება მსჯელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე. წლევანდელი ფორუმის დღის წესრიგში ევროპისა და ნატოს საკითხებთან ერთად უკრაინის მოვლენებიც დგას.

ბრიუსელის ფორუმი დღეს გაიხსნა და 23 მარტს დასრულდება. ფორუმზე, რომელიც გერმანიის მარშალის ფონდის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება, ჩრილოდეთ ამერიკისა და ევროპის მაღალი რანგის პოლიტიკოსები, ლიდერები და ექსპერტები იკრიბებიან.