პაატა ზაქარეიშვილმა ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა

21 March 2014

პაატა ზაქარეიშვილი მარნეულის ცენტრში გამართულ ღონისძიებებზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იმყოფებოდა. მათ ადგილობრივებს დღევანდელი დღესასწაული მიულოცეს.

სახელმწიფო მინისტრი და პრემიერ-მინისტრი დღესვე ეთნიკურად აზერბაიჯანელებს შეხვდნენ. მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს კამპანიაში "მწვანე მომავალი", რომლის ფარგლებში გასამწვანებელი პირველი ნაკვეთი თბილისი-მარნეულის ცენტრალურ გზატკეცილზე შეირჩა.