სააგენტო ”ინტერფაქსის” მიერ ქეთევან ციხელაშვილის ციტატის არასწორად მოყვანის შესახებ

28 April 2014

ინფორმაციაში არასწორად არის მოყვანილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის ქეთევან ციხელაშვილის ციტატა. აღნიშნულ საკითხზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა უკვე მიმართა სააგენტო "ინტერფაქსის" რედაქციას.

კერძოდ, "ინტერფაქსის" ცნობით, ქეთევან ციხელაშვილმა "ჟურნალისტებთან" საუბარში განაცხადა:

"ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ დღეს გაათავისუფლა სამი დაკავებული ქალი, რომელთაგან ერთი 70 წლისაა. ისინი უკვე საკუთარ სახლებში იმყოფებიან და თავს ნორმალურად გრძნობენ. გვაქვს ინფორმაცია, რომ დღეს ეგრეთ წოდებულ საზღვარზე დაკავებულია ქართული სოფლის კიდევ ერთი მცხოვრები".

"ინტერფაქსი" ასევე წერს, რომ ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, "რუსმა მესაზღვრეებმა ცხინვალის რეგიონში გასულ წელს დააკავეს 141 ქართველი მოქალაქე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებიდან, წელს კი 30 მოქალაქეზე მეტი".

25 აპრილს დაკავებული, ხურვალეთის მცხოვრები სამი ქალის და მათი გათავისუფლების, ასევე სოფელ წერონისის მკვიდრის, მერაბ კაპანაძის გაუჩინარების შესახებ ქეთევან ციხელაშვილმა 26 აპრილს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემის "მოამბის" ეთერში ისაუბრა. ამ თემებზე საუბრისას მას არ გამოუყენებია ტერმინები "ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება", "ეგრეთ წოდებული საზღვარი" და "რუსი მესაზღვრეები". მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, ამ შემთხვევაში სააგენტო "ინტერფაქსს", ციტირებისას ზუსტად მოიყვანონ რესპოდენტის მიერ გამოყენებული ტერმინები.

კერძოდ, სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ "მოამბის" ეთერში განაცხადა: "სამი ქალბატონის, სოფელ ხურვალეთის მაცხოვრებლების გათავისუფლება მოხერხდა დღეისთვის. ისინი უკვე არიან ჩვენს მხარეს და ღამეს გაათენებენ საკუთარ სახლებში. სამწუხაროდ გახლავთ ის, რომ მათ მოუწიათ გარკვეული პერიოდის გატარება ცხინვალის იზოლატორში, მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენი მხარე, ქართული მხარე მუშაობდა ძალიან ინტენსიურად, შინაგან საქმეთა სამინისტრო კერძოდ, რომელიც ასეთ შემთხვევეში ცხელი ხაზის მეშვეობით მყისიერად იწყებს მუშაობას. და ამ სამი ქალბატონის გათავისუფლება მოხერხდა.

რაც შეეხება მეოთხე შემთხვევას, ბატონი მერაბ კაპანაძისას, სოფელ წერონისიდან, ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ გვაქვს, თუმცა, მისი ადგილსამყოფელის შესახებ ჯერჯერობით, ჩვენთვის არ არის ცნობილი. ამის შესახებ უკვე ინორმაირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ცხადია, შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის კურსში, ამაზე ძალიან ინტენსიურად მუშაობს და ცხადია, ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ შესაძლებელი გახდება ამ მოქალაქის მოძიება და გათავისუფლება".

ჟურნალისტის კითხვა:

"ჩვენ თქვენგან გავიგეთ, რომ ხურვალეთიდან გატაცებული სამი ქალბატონი უკვე თავისუფალია. ხომ არ შეგიძლიათ, უფრო კონკრეტულად გვითხრათ, რა გახდა მათი გათავისუფლების მიზეზი - გამოსასყიდის სანაცვლოდ მოხდა თუ არა და როგორ გრძნობენ ეს ადამიანები თავს? ხომ არ ყოფილა მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენება?"

ქეთევან ციხელაშვილი: "ჩვენი ინფორმაციით, ასეთ ფაქტს არ ჰქონიათ ადგილი. ისინი თავს ნორმალურად გრძნობენ, რამდენადაც ნორმალურად შეიძლება იგრძნობს ადამიანმა თავი, საკუთარ მიწაზე როდესაც ხდება ოკუპანტის მიერ მისი დაკავება. ზეწოლა მათზე არ ყოფილა, მაგრამ სამწუხაროდ გახლავთ ის, რომ ეს არ არის გამონაკლისი, ეს არის უკვე საკმაოდ დიდ ხანს დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკა, რასაც ოკუპანტები იყენებენ, ოკუპაციის გამოვლინების სახე. მაგალითად, შარშან ჩვენ 141 ასეთი შემთხვევა გვქონდა და წელს დაახლოებით, 30-მდე გახლავთ. ბოლო კვირის განმავლობაში მართლაც სტატისტიკურად საკმაოდ ბევრია ასეთი შემთხვევა, თუმცა, ეს არ არის რაიმე გამონაკლისი, საუბედუროდ, ამაზე გვიწევს საუბარი უკვე წლების განმავლობაში".

"ინტერფაქსის" მიერ მოყვანილი არასწორად მოყვანილი ციტატა -