ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა

28 April 2014

"ტვ-3" - ის გადამღები ჯგუფის დაკავების ფაქტი დაგმო. ამასთან, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჟურნალისტების სწრაფად გათავისუფლებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მხარეების კონსტრუქციულმა მიდგომამ და "ცხელი ხაზის" ეფექტურად მუშაობამ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, ასევე, დააყენეს ბოლო პერიოდში საქართველოს მოქალაქეების დაკავების სხვა ფაქტების საკითხი.

შეხვედრაზე ასევე, საუბარი შეეხო სოფელ ღოღეთს, სადაც ადგილობრივები მავთულხლართების გავლების გამო ვერ ახერხებენ საკუთარი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების მოვლას.

ქართულმა მხარემ დღევანდელ შეხვედრაზე სოფელ კოშკაში სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრის საჭიროებაზეც გაამახვილა ყურადღება. ოსურმა მხარემ აღნიშნული საკითხის შესწავლის მზაობა დააფიქსირა.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომდევნო, 45-ე შეხვედრა სოფელ ერგნეთში 3 ივნისისთვის დაიგეგმა.