"ქუთაისი ჩემი მშობლიური ქალაქია და ქუთაისობა ანუ "გვირილობა" ჩემთვის, ისევე როგორც ყველა ქუთაისელისთვის, მნიშვნელოვანი და საყვარელი დღეა და სიამოვნებით ვესწრები ამ დღესასწაულს . ყველა ქუთაისელს და ჩვენი ქალაქის სტუმარს ვულოცავ ამ დღესასწაულს და წარმატებებსა და კეთილდღეობას ვუსურვებ", - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
დღეს ქუთაისში ქუთაისობას - "გვირლობას" აღნიშნავენ. დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქში სპორტული და თეატრალური ღონისძიებები, ასევე კონცერტი და ლაზერშოუ გაიმართება.