შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების უფლებების, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა. ქეთევან ციხელაშვილმა გაეროს უმაღლეს კომისარს აღნიშნულ საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდა.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე, ყურადღება გაამახვილა გამყოფ ხაზზე მავთულხლართების გავლების შედეგად გადაადგილებისა და განათლების თავისუფლების, ასევე სხვა ფუნდამენტური უფლებების დარღვევების ფაქტებზე. მან გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრები მოსახლეობის მძიმე პირობებზეც ისაუბრა.
გაეროს უმაღლესმა კომისარმა თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.