პაატა ზაქარეიშვილი საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიის სტუდენტებს კონფლიქტების მოწესრიგების მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკასა და სტრატეგიაზე ესაუბრა.
"ახალგაზრდებს, ახალგაზრდულ ორგანიზაციებს ხშირად ვხვდები და ეს არის მორიგი შეხვედრა. ყოველთვის მზად ვარ, ვესაუბრო მათ და ავუხსნა სახელმწიფო პოლიტიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს ჰქონდეთ ინფორმაცია და მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია ჩვენი პოლიტიკის მიმართ", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
სახელმწიფო მინისტრმა სტუდენტებს სახელმწიფო პოლიტიკასთან ერთად ინფორმაცია მიაწოდა კონფლიქტების მიმართულებით ამჟამად არსებულ მდგომარეობაზე. მან ასევე ისაუბრა ძველ და ახალ გამოწვევებზე, რუსეთთან ურთიერთობაზე, არაღიარების პოლიტიკის რეალიზებასა და მის მნიშვნელობაზე.
პაატა ზაქარეიშვილმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.