აქცია გაიმართა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მეგობრობის სახლში. აქციის ორგანიზატორები არიან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი, სკრინინგის ეროვნული ცენტრი და "ალიანსი ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის". ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო ევროკავშირმა.
აქციის ფარგლებში მოხდა კიბოს სკრინინგის, თამბაქოს პრევენციის, ფიზიკური აქტივობის, ზოგადი ჰიგიენისა და ჯანსაღი კვების სახელმწიფო პროგრამების პრეზენტაცია და კიბოს პათოლოგიების მულაჟის დემონსტრირება. მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის მიზნით დარიგდა საინფორმაციო მასალა აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე.