"რაც სოხუმში ხდება, რა თქმა უნდა, ჩვენს შეშფოთებას იწვევს, რადგან დაძაბულობა აფხაზეთის ტერიტორიაზე არავის ინტერესებში არ შედის და შესაძლოა, გამოიწვიოს მხოლოდ დესტაბილიზაცია რეგიონში. იმედს გამოვთქვამთ, რომ დაპირისპირებული მხარეები მშვიდობიანი ფორმით გამონახავენ საერთო ენას და ეს დაძაბულობა შეუქცევად პროცესში, ძალადობაში არ გადაიზრდება. იმედი გვაქვს, რომ არსებული პოლიტიკური დაპირისპირება არ გამოიწვევს აფხაზეთის მოსახლეობის ინტერესების შელახვას, განსაკუთრებით მოსახლეობის იმ მოწყვლადი ნაწილისა, რომლის მიმართაც ბოლო დროს უფლებების პერმანენტული შელახვა ხორციელდება. ეს, პირველ რიგში, ეხება გალისა და ოჩამჩირის რაიონების მოსახლეობას", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას პაატა ზაქარეიშვილმა.